Saturday, December 22, 2012

გავიცნოთ ახალი „ენცო“, ფოტოები და პრემიერა მოგვიანებით

 Ferrari 'F150' confirmed with updated V12 6.3-liter, more details released
22 დეკემბერი 
რამდენიმე დღის წინ, „ფერარიმ“ იმ ავტომობილის ფოტო ტიზერები გაავრცელა, რომელმაც კომპანიის გამაში ლეგენდარული „ენცო“ უნდა შეცვალოს. თუ ამ ავტომობილს ადრე F70-ად მოვიხსენიებდით, მარანელოელებმა ტიზერებს F150 მიაწერეს. საბოლოოდ ალბათ F70 დარჩება (წინა მოდელების სახელები იყო: F40, F50 და F60), თუმცა მთავარი ეს სულაც არაა.

„ფერარიმ“ ტიზერებს ახლახანს ავტომობილის ოფიციალური დახასიათებაც მოაყოლა. მასში ნათქვამია, რომ ავტომობილი 6.3-ლიტრიანი V12 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც მამოძრავებელ ძალას ასევე „F12 ბერლინეტასაც“ ანიჭებს. ოღონდ, 740 ცხენის ძალიდან, სიმძლავრე დაახლოებით 800 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ძრავთან ერთად, ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ელექტრულ-ჰიბრიდული სისტემა HY-კერსიც მიანიჭებს, რომელიც მარანელოელებმა ჟენევის მოტორ შოუზე გაგვაცნეს.
მონოკოკი
ჰიბრიდულ სისტემაში შედის 120-ცხენისძალიანი ელექტროძრავი და ელემენტების ბლოკი და ის იმავე პრინციპით მუშაობს, როგორითაც ფორმულა ერთის ბოლიდების კერს-ი - მუხრუჭების კინეტიკურ ენერგიას ელექტრო ენერგიად გარდაქმნის. ამ ენერგიის გამოყენება კი მძღოლს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია. ძრავთან ორსაფეხურიანი ქუროთი დაკავშირებულია 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია შეწყვილებული.
ამ აღჭურვილობის წყალობით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 2.5 წამში შეუძლია, 200 კმ/სთ-ს კი 8.5 წამში აღწევს. ამასთან F150-ის მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ზე მეტი იქნება. კერს-ის დახმარებით, ავტომობილის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა 40 პროცენტითაა შემცირებული.
ჟენევაშივე, იტალიურმა კომპანიამ „ენცოს“ შემცვლელის მონოკოკური შასი გვიჩვენა, რომელიც მთლიანად კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგანაა დამზადებული. ამასთან, კომპანიამ ისიც გვამცნო, რომ შასის წარმოებისას, ოთხი სხვადასხვა ტიპის ბოჭკო გამოიყენა, რომლებიც ამათუიმ თვისების გაძლიერებას ემსახურება.
ძრავი, ტრანსმისია და სისტემა HY-კერს
საინტერესოა ფაქტია ის, რომ „ენცოს“ შემცვლელის სიმაღლე და ბაზა მილიმეტრებში ემთხვევა „458 იტალიას“ შესაბამის მაჩვენებლებს. ბორბლებს შორის ბაზა 2650 მილიმეტრია, სიმაღლე კი - 1213 მილიმეტრი. ინჟინრებმა საწვავის ავზი და კერს-ის ელემენტების ბლოკი მძღოლის ადგილის უკან მოათავსეს, რისი წყალობითაც, დაბლა დასწიეს სიმძიმის ცენტრი. სალონში ყველაფერი მძღოლის ადგილის გარშემოა აწყობილი. მძღოლის სავარძელი ფიქსირებულია და მყიდველის პარამეტრების შესაბამისად მზადდება. სამაგიეროდ, რეგულირებადი იქნება პედლების ბლოკი და საჭის რგოლი.
ტესტირებისას
უკვე ცნობილია, რომ „ფერარი“ ამ ავტომობილის პრემიერას დეტროიტის მოტორ შოუზე არ აპირებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ავტოსამყაროს ცნობისმოყვარეობა ჟენევის შოუზე დასრულდება. თუმცა, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარანელოელები „ენცოს“ შემცვლელს თავის ერთგულ კლიენტებს ახალ წლამდე უჩევენებენ.

No comments:

Post a Comment