Friday, December 7, 2012

„ფორდ ფიესტა“ ტესტების ხანგრძლივობითაც გვაოცებს (ვიდეო)


2013 Ford Fiesta Durability Testing Is Impressive!
7 დეკემბერი
სუბკომპაქტური ავტომობილების მყიდველს უზარმაზარი არჩევანი აქვს. ეს საავტომობილო ბაზრის ყველაზე კონკურენტული სეგმენტია, სადაც მაღალი ხარისხის ავტომობილებს ლამის ყველა დიდი კომპანია შემოგთავაზებთ. „რენო კლიო“, „ოპელ კორსა“, „პეჟო 208“... დაიბნევა ადამიანი. შეიძლება არჩევანი გერმანულ ავტომობილზე შეაჩეროთ - მაინც ნაქები გერმანული ხარისხის იმედი გექნებათ...

მაგრამ, ნაწილობრივ გერმანული რომ აირჩიოთ, არ შეცდებით. ეს „ნაწილობრივ გერმანული“ არის „ფორდ ფიესტა“, ამ სეგმენტის ერთ-ერთი ლიდერი, რომლის მეექვსე თაობაც ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა. ეს პატარა ავტომობილი, თავისი კლასისთვის შეუფერებლად ფართო ინტერიერით და კარგი მახასიათებლებით გამოირჩევა. განსაკუთრებით მიმზიდველი კი მას შემდეგ გახდა, რაც მასზე ტექნოლოგია „ეკობუსტის“ გამოყენება დაიწყეს.
მაგრამ როგორც ირკვევა, ეს ავტომობილი თავისი გამძლეობით ყველა მოლოდინს აჭარბებს. გამძლეობაზე ტესტების პროცესში, „ფიესტას“ არაერთ სატესტო პროტოტიპს უპრობლემოდ წარმოუდგენელი ზღვარი - 840 000 კილომეტრი გადაულახავს. ეს მიღწევა მხოლოდ ერთ ავტომობილზე რომ მოდიოდეს, იტყოდით, რომ ეს შემთხვევითია. მაგრამ როდესაც მთელი სატესტო ფარა ერთნაირ გამძლეობას ავლენს, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ავტომობილი წარმოუდგენლად საიმედოა.
„ფორდის“ გამძლეობის ინჟინრები კი ამბობენ, რომ „ფიესტას“ თავისუფლად შეუძლია რემონტის გარეშე 240 000 კილომეტრის გავლა, რაც ათწლიანი ექსპლუატაციის ტოლფასია.

ვიდეო

No comments:

Post a Comment