Saturday, December 29, 2012

დაკარის რბოლაში შეიძლება „სმარტმაც“ იასპარეზოს (ვიდეო)

Meet the Smart Fortwo that should be competing in the 2013 Dakar Rally
29 დეკემბერი
დაკარის რბოლაში, რომელიც 5 იანვარს აიღებს სტარტს, შესაძლოა მონაწილეობა „სმარტის“ ავტომობილმაც მიიღოს. სპეციალურად მომზადებული ავტომობილის (რომლის სახელიცაა სმარტ დაკარი) საჭეს, ესპანელი ხოსე ლუის ალვარესი უნდა მიუჯდეს.
სამოქალაქო „სმარტ ფორთუს“ შასი მთლიანად შეიცვალა და მის ნაცვლად, კვადროციკლ „პოლარის XP900-ის“ შასი დააყენეს. სალონი სპეციალური, უსაფრთხოების კარკასით გაძლიერდა, რომლის დანიშნულებაც, მანქანის გადაყირავების შემთხვევაში, პილოტის დაცვაა. სალონში გამოჩნდა მაჩვენებლების ციფრული დაფა. ამასთან, სალონში ერთადერთი სავარძელი დარჩა - პილოტს ნავიგატორი არ ეყოლება. ამასთან პილოტის პოზიციამ სალონის ცენტრში გადაინაცვლა.
შეიცვალა ძრავიც. „სმარტის“ სტანდარტული აგრეგატის ადგილზე, 0.9-ლიტრიანი ორცილინდრიანი ძრავი ჩადგეს, რომლის სიმძლავრეც 90 ცხენის ძალაა. სარბოლი ჯუჯას წონა კი სულ რაღაც, 750 კილოგრამია.
აღსანიშნავია, რომ ალვარესს არ აქვს იმის ფინანსები, რომ დაკარის რალი მარათონზე თავისი გამოსვლა უზრუნველყოს. ამისათვის მან სპეციალური კლიპი შექმნა, რომლის დახმარებითაც, სახსრების მოზიდვას გეგმავდა. მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, მან ეს ვერ შეძლო. ამიტომ, გამორიცხული არაა, რომ დაკარის რბოლამ, ამ უჩვეულო ჯუჯა რაინდის გარეშე ჩაიაროს.
რბოლა სტარტს 5 იანვარს აიღებს, პერუს დედაქალაქ ლიმაში და 20 იანვარს, ჩილეს დედაქალაქ სანტაიგოში დასრულდება.


ვიდეო

No comments:

Post a Comment