Tuesday, December 18, 2012

ტყვიაგაუმტარი „ჰიუნდაი“ გაეროს გენერალური მდივნისთვის


Hyundai Hands Over Bulletproof 2013 Equus Limo to UN Secretary-General
18 დეკემბერი
ათი წლის წინ ამას ვინ წარმოიდგენდა... ვის მოუვიდოდა აზრად, რომ გაეროს გენერალური მდივანი, ნიუ იორკში კორეული კომპანიის მიერ დამზადებული ლიმუზინით ივლიდა. მაგრამ დღეს ეს გასაკვირი აღარაა - „ჰიუნდაი“ უკვე დამკვიდრდა ამერიკის და მთელი მსოფლიოს ბაზარზე. კორეული კომპანია მოწინავეთა ხუთეულში შედის და პრემიუმ კლასსაც უკვე გაუსინჯა კბილი.

და აი, ტყვიაგაუმტარი ლიმუზინიც დაამზადა. თანაც, გაეროს უმაღლესი პირისთვის, კორეელი ბან კი-მუნისთვის. ლიმუზინი მაღალი კლასის სედან „ეკუუსის“ ბაზაზე შეიქმნა. კორეულმა კომპანიამ ბან კი-მუნს ახალი ლიმუზინი ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინაში მიჰგვარა.
რა თქმა უნდა, ეს ავტომობილი ჩვეულებრივი „ეკუუსისგან“ განსხვავებულია. მას უფრო გრძელი ბაზა აქვს, შუა საყრდენთან კი ახალი, მოკლე სეგმენტია ჩამატებული. ოდნავ შეიცვალა „ეკუუსის“ გარეგნობაც. ცვლილებები მხოლოდ კოსმეტიკურია. მაგალითად, შეცვლილია ბორბლები, შემცირდა ქრომირებული დეტალების რაოდენობა, წინა ფარები. რა თქმა უნდა, უფრო დაიხვეწა ინტერიერიც, რომლის აღჭურვილობაშიც, ლიმუზინის შესაფერისი დეტალები გამოჩნდა.

No comments:

Post a Comment