Sunday, December 23, 2012

„ფორდი“ „კა-ს“ შემცვლელს არ გამოუშვებს


Ford Ka Not Getting Repacement
23 დეკემბერი
„ფორდ კა“ შესანიშნავი საქალაქო ორკარიანი ავტომობილი იყო - პატარა, ორიგინალური ფორმის, კარგი სამართავი, იაფი და იაფად შესანახი. ყველაზე მეტი პოპულარობით, მისი სპორტული ვერსია - „სპორტკა“ სარგებლობდა, რომელსაც ზორბა ბორბლები და გაზრდილი სიგანე გამოარჩევდა.

ბუნებრივია, „ფორდს“ ამ წარმატებული ავტომობილის წარმოების განახლებაზე ბევრი არ უფიქრია. მაგრამ ხარჯების შესამცირებლად, მეორე „კასთვის“ საფუძვლად „ფიატ 500-ის“ პლატფორმა და მაკომპლექტებლები გამოიყენა. მაგრამ ახალმა ავტომობილმა, რომელიც ბაზარზე 2009 წლიდანაა, არ გაამართლა. ის მყიდველს ვერ იზიდავს და ძალიან ცოტა იყიდება. ამის გამო კი მოგებაც არ მოაქვს.
როგორც ბრიტანულ ჟურნალ „ქარ-ს“ „ფორდ ოფ იუროპის“ დიზაინის შეფმა მარტინ სმიტმა განუცხადა, „კა“ არ შეესაბამება კომპანიის ახალ დევიზს „ერთი ფორდი“, რომელიც გლობალური ბაზრისთვის, ყოველი ცალკეული მოდლის ერთიდაიმავე მოდიფიკაციის წარმოებას ითვალისწინებს.
„ახლანდლი „კა“ არ შეესაბამება ევროპელების გემოვნებას და ვერც ამერიკულ ქრეშ ტესტებს გაივლის. თანაც, მას მხოლოდ ერთ ადგილზე ვაწარმოებთ. მას მსუბუქი განახლება ჩაუტარდება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ამის შემდეგ, ამ ავტომობილის წარმოება არ გაგრძელდება“, - ამბობს სმიტი, თუმცა დასძენს, რომ ცისფერი ოვალი დაინტერესებულია სუბკომპაქტური და მიკროლიტრაჟიანი ავტომობილების (ოღონდ, არა მხოლოდ ერთის, არამედ მთელი ოჯახის) წარმოებით.
„ამ ეტაპზე, ალან მიულალის (ფორდის მთავარი აღმასრულებელი) მთავარი მიზანი, პატარა ავტომობილების წარმოებაა, რომლებიც გლობალურ ბაზარზე გაიყიდება და არამხოლოდ რომელიმე ცალკე აღებულ რეგიონში. მთავარია, რომ ასეთმა ავტომობილებმა მოგება მოგვიტანოს. „ეკოსპორტი“ შესანიშნავი ნიმუშია. ეს მარტივი ავტომობილია, რომლის წარმოებაც იაფი ჯდება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება“.

No comments:

Post a Comment