Saturday, December 29, 2012

„ჰიუნდაი ელანტრამ“ შტატებში გაყიდვების ახალი რეკორდი დაამყარა


Hyundai Elantra Sets New Sales Record in the States
29 დეკემბერი
ორი-სამი თვე, „ჰიუნდაის“ რეკორდულ გაყიდვებზე ინფორმაციები მიწყნარდა, მაგრამ წლის ბოლოს, კორეულმა კომპანიამ კიდევ ერთხელ, მორიგი რეკორდული მაჩვენებლით შეგვახსენა თავი - წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე, შტატებში თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი „ელანტრა“, 186 361 ცალი ჰქონდა გაყიდული.

უფრო მეტიც, „ჰიუნდაი“ ირწმუნება, რომ წლის ბოლომდე აუცილებლად გაყიდის 200 000 ავტომობილს. და თუ ასეც მოხდა, „ელანტრა“ გახდება მისი მეორე მოდელი, რომელიც ამ ზღვარს გადალახავს. პირველი, რა თქმა უნდა, „სონატაა“, რომლის გაყიდვების მოცულობაც „ჰიუნდაის“ ჯერ არ გამოუქვეყნებია.
„ალაბამას ქარხანაში მესამე ცვლის დამატებამ, „ელანტრაზე“ მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება მოგვცა. „ელანტრას“ მყიდველი კმაყოფილია თავისი შენაძენის ნარჩენი ღირებულებით, დახვეწილი და თამამი დიზაინით და მისი ფასეულობით. იმის წყალობით, რომ მომავალ წელს ალაბამას ქარხანა მთლიანად სამ ცვლაში იმუშავებს, ჩვენ „ელანტრას“ უფრო მეტი მყიდველის დაკმაყოდილებას შევძლებთ“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ ამერიკას“ პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი ჯონ კრაფჩიკი.

No comments:

Post a Comment