დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 18, 2012

ხუთვარსკვლავიანი ახალი „ტრანზიტ კასტომი“ და „ტურნეო კასტომი“


5 stars EuroNCAP for the new Ford Transit Custom-Safest van in Europe
18 დეკემბერი
„ფორდის“ ახალმა ვენმა „ტრანზიტ კასტომმა“, რომელიც ახლახანს წლის საუკეთესო ვენად დაასახელეს, ევროNCAP-ის ქრეშ ტესტების შემდეგ უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა. ხუთი ვარსკვლავი ასევე „ტურმეო კასტომმაც“ მიიღო. ამგვარად, „ტრანზიტ კასტომი“ არის პირველი ერთტონიანი ვენი, რომელმაც ევროNCAP-ის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

ქრეშ ტესტების შემდეგ, „ტრანზიტ კასტომის“ ზოგადი შეფასება 77 პროცენტი დაუწერეს. ამავე ავტომობილმა, თავის კლასში უმაღლესი შეფასება (90 პროცენტი) ბავშვთა უსაფრთხოებაში, ზრდასრულთა უსაფრთხოებასა (83 პროცენტი) და უსაფრთხოების ტექნოლოგიების კატეგორიებში მიიღო.
ამ ტექნოლოგიებს შორისაა სისტემა, რომელიც ავტომობილს ზოლში მოძრაობაში ეხმარება და ამ ზოლის დატოვების საშუალებას არ აძლევს. სწორედ ამ სისტემის გამო, ავტომობილმა შეფასება „მოწინავე“ დაიმსახურა. ასეთივე შეფასება მიიღო სისტემა SYNC-მაც, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციებში დახმარების ფუნქციაც გააჩნია.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ტრანზიტ კასტომი“ თავის სეგმენტში უსაფრთხოების ეტალონად ჩამოყალიბდა. ჩვენ ძარა მტკიცე ფოლადისგან შევქმენით და სალონი უსაფრთხოების მაღალი დონით უზრუნველვყავით. ავტომობილი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა, რითაც დაცვის მაქსიმალურად შესაძლებელ დონეს მივაღწიეთ. ამ ყველაფერს კი ავტოპარკების მფლობელები და კერძო მეწარმეები აუცილებლად დააფასებენ“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტი ბარბ სამარჯიჩი, ვინც ავტომობილების შემუშავებას კურირებს.
ახალი ერთტონიანი ვენის ძარის 40 პროცენტი მტკიცე და ზემტკიცე ფოლადისგანაა დამზადებული. საინტერესოა, რომ ამ ავტომობილის შემუშავებისას,ინჟინრებმა 4 500-ზე მეტი ვირტუალური და 30 რეალური ქრეშ ტესტი ჩაატარეს. გარდა ამისა, ავტომობილზე გამოიყენეს სპეციალურად შემუშავებული ტექნოლოგიები, რომლებიც ფეხმავლების ტრავმირების ალბათობას მაქსიმალურად ამცირებს. ამასთან, „ტრანზიტ კასტომი“ არის „ტრანზიტის“ ოჯახის პირველი ავტომობილი, რომელიც პასიური უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემით არის აღჭურვილი.
ხუთვარსკვლავიანი შეფასება მიიღო „ტურნეო კასტომმაც“, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ, როგორც საქმიანი ასევე პირადი მიზნებისთვის. ის მსუბუქი ავტომობილისთვის დამახასიათებელი დახვეწილი სტილით გამოირჩევა. მას ბორბლებს შორის ორი განსხვავებული ბაზით სთავაზობენ მყიდველს. ის შეიძლება იყოს რვა და ცხრა ადგილიანი. და რაც მთავარია, უსაფრთხოების ისეთივე დნეს სთავაზობს მომხმარებელს, როგორსაც „ტრანზიტ კასტომი“.

No comments:

Post a Comment