Friday, December 14, 2012

ორი „ფორდი“ ამერიკის „წლის საუკეთესო ავტომობილის“ ფინალისტებში

2013 North American Car and Truck/Utility of the Year finalists announced
13 დეკემბერი
ფორდ ფიუჟნი
კონკურს ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილის ორგანიზატორმა, საავტომობილო პრესის ასოციაციამ, ორივე კატეგორიაში - მსუბუქ ავტომობილებს და პიკაპებსა და უგზოობის ავტომობილებს შორის, ფინალისტები დაასახელა. ერთადერთი კომპანია, რომლის ავტომობილებიც ორივე კატეგორიაში ფიგურირებს, „ფორდია“.
მსუბუქი ავტომობილების კატეგორიაში ფინალში გავიდა „ფორდ ფიუჟნი“, „კადილაკ ATS“ და „ჰონდა აკორდი“. პიკაპებისა და უგზოობის ავტომობილების ფინალში კი „ფორდ C-მაქსი“, „მაზდა CX-5“ და „დოჯ რემ 1500“ გავიდა. ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილები დეტროიტის მოტორ შოუზე, 14 იანვარს გამოვლინდება.
კონკურსის ჟიურიში, საავტომობილო თემაზე მწერალი 49 ჟურნალისტი შედის. მათ ფინალისტები 11 მსუბუქ ავტომობილსა და 10 პიკაპსა და უგზოობის ავტომობილს შორის შეარჩიეს. იმისათვის, რომ ავტომობილი კონკურსში დაუშვან, ის ან უნდა იყოს სრულიად ახალი, ან განახლებული. რაც მთავარია, ბაზარზე წლის განმავლობაში უნდა იყოს წარდგენილი.
ფორდ C-მაქსი
ცნობისათვის, შარშან წლის საუკეთესო ავტომობილებად, „ჰიუნდაი ელანტრა“ და „ლენდ როვერ რეინჯ როვერ ევოკი“ დაასახელეს. საერთოდ კი, კონკურსი 1994 წლიდან ტარდება. მის ისტორიაში, სულ 14 კომპანიის ავტომობილებს, მინიმუმ ერთხელ მაინც აქვთ მოპოვებული საუკეთესოს წოდება. ყველაზე მეტჯერ აღიარება „ფორდს“ აქვს მიღებული. ცისფერი ოვალის ავტომობილები საუკეთესოდ 8-ჯერ დაასახელეს.

No comments:

Post a Comment