Thursday, December 13, 2012

ამერიკაში „გუგლზე“ ყველაზე ხშირად „ფორდს“ ეძებენ


Ford is the Most Searched-For Automaker on Google in the US
13 დეკემბერი
ინტერნეტ პროდუქტების მწარმოებელმა ამერიკულმა კორპორაცია „გუგლმა“ საინტერესო მასშტაბური კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანიც, მისსავე ძებნის სისტემაში, ყველაზე პოპულარული საავტომობილო კომპანიების გამოვლენა იყო. კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად, ძებნის სისტემაში ამერიკელები „ფორდს“ უთითებენ.

ამავე კვლევის შედეგებით, „ფორდმა“ უკან ჩამოიტოვა „ჰონდა“, „ტოიოტა“, „ლინკოლნი“ (ფორდის ჯგუფში შედის), „დოჯი“, „ნისანი“, „ბეემვე“, „ჯიპი“, „შევროლე“ და „აუდი“. ამასთან, ცისფერი ოვალი პოპულარობით ყველა დანარჩენს ერთი თავით სჯობნის.
ავსტრალიაში „ფორდს“ მეორე ადგილი უკავია „ტოიოტას“ შემდეგ. გერმანიაში ყველაზე ძებნადი ბრენდი „ოპელია“, რომელსაც ჩამორჩებიან „ბეემვე“, „აუდი“, „ფოლკსვაგენი“, „მერსედესი“, „რენო“, „პორშე“ და „ფორდი“. ამასთან, იმავე კვლევამ აჩვენა, რომ ძებნა იმისთვის არ ხორციელდება, რომ მძებნელს მანქანის ყიდვა სურს. უმეტესობას უბრალოდ, ინფორმაციის მიღება სურს. ამდენად, საავტომობილო კომპანიებისთვის ამ კვლევას ნაკლები პრაქტიკული გამოყენება შეიძლება ჰქონდეს.
„გუგლის“ ინფორმაციით, კვლევის დროს, სულ 1.2 ტრილიონი ისეთი ძებნა დაფიქსირდა, რომელიც ავტომობილებს ეხებოდა. კვლევა სულ 146 ქვეყნის ინტერნეტ მომხმარებელს შეეხო, მისი შედგები კი მაღალი სიზუსტისაა, თუმცა მარკეტოლოგებისთვის მას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს.

No comments:

Post a Comment