Tuesday, December 4, 2012

დი მონტეძემოლო ეკლსტოუნს აკრიტიკებს


Luca di Montezemolo suggests Bernie Ecclestone too old to run F1
4 დეკემბერი
„ფერარის“ შეფის აზრით, ბერნი ეკლსტოუნი მეტისმეტად ხნიერია იმისათვის, რომ ფორმულა ერთის მესაჭე იყოს. მისი ეს განცხადება მოჰყვა 82 წლის ბერნის მიერ „ფერარის“ გაკრიტიკებას იმის გამო, რომ იტალიურმა გუნდმა, FIA-ს ბრაზილიის დიდი პრიზის დასაწყისში, სებასტიან ფეტელის მიერ ჟან-ერიკ ვერნის გასწრების მართებულობაში ეჭვი შეიტანა.

რბოლის შემდეგ ეკლსტოუნმა განაცხადა, რომ „ფერარიმ“ მეტისმეტად გვიან დაიწყო ამ გასწრების გაპროტესტებაზე ფიქრი და სიტუაცია „ნამდვილ ოხუნჯობად“ გადააქცია. თავის მხრივ, ლუკა დი მონტეძემოლომ განაცხადა, რომ „ბერნის ასაკი შეუთავსებელია იმ როლთან და პასუხისმგებლობასთან, რაც მას აკისრია“. მანვე გააკრიტიკა ის წესი, რომლის გამოც, ტესტები იზღუდება და ახალბედა მრბოლებს გამოცდილების მიღების საშუალება არ აქვთ.
„ჩვენ კონსტრუქტორები ვართ და არა სპონსორები: მოსაწონი არაა ის, რომ ტრასაზე ტესტირებას თითქმის ვერ ვახერხებთ და ახალგაზრდბს განვითარების საშუალება არ აქვთ. როგორც ზოგიერთმა აღნიშნა, ჩვენი საქციენი „ოხუნჯობაა“, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ რეალური ოხუნჯობა ისაა, რაზეც ვილაპარაკე“, - განაცხადა დი მონტეძემოლომ.
„მიმიხვდით, მე ეკლსტოუნის გამონათქვამი მოვიყვანე. მამაჩემი ყოველთვის უფროსების პატივისცემას მასწავლიდა, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც ისეთ ასაკში არიან, როდსაც საკუთარ სიტყვებს ვერ აკონტროლებენ. მოკლედ, აქ გავჩერდები. საერთოდ კი ვიტყვი, რომ ხნიერი ასაკი გარკვეულ თანამდებობასთან შეუთავსებელია“, - დასძენს „ფერარის“ შეფი.
დი მონტეძემოლომ ასევე განაცხადა, რომ „ფერარიმ“ გაგებით მიიღო FIA-ს განმარტება, რომელიც ფეტელის გასწრებას ეხებოდა და ეს ამბავი წარსულში დარჩა: „მინდა სებასტიან ფეტელს და „რედ ბულს“ მივულოცო, რადგან მათ მოიგეს. ჩვენ კი იმის იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ სეზონის ბოლოს, მილოცვების მიმღები ჩვენ ვიქნებით. რაც შეეხება ყვითელი დროშის საგას, ჩვენ მარტივად მოვიქეცით და ფედერაციას განმარტება ვთხოვეთ, რის შემდეგაც დავრწმუნდით, რომ სიტუაციას უნდა შევგუებოდით. ასეც მოვიქეცით“.

No comments:

Post a Comment