Saturday, December 1, 2012

„შკოდა“ უგზოობის პატარა ავტომობილს გამოუშვებს


Skoda Working on Smaller SUV Called Polar
30 ნოემბერი
ახლახანს, სან პაულუს მოტორ შოუზე, „ფოლკსვაგენმა“ უგზოობის კომპაქტური კონცეპტუალური ავტომობილი, „ტაიგუნი“ წარადგინა, რომელიც მალე მის გამას შეავსებს. ამასთან, იმთავითვე აშკარა იყო, რომ ამ ავტომობილის ბაზაზე, გერმანულ ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიებიც, პირველ რიგში, „შკოდაც“ ისარგებლებდა.

და აი, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩეხური კომპანიის გამაში, მალე „იეტის“ გარდა, კიდევ ერთი, მასზე პატარა უგზოობის ავტომობილი გამოჩნდება. ამ ავტომობილს „პოლარს“ დაარქმევენ და ის კონკურენციას „დაჩია დასტერს“ გაუწევს. რა თქმა უნდა, „პოლარს“ „ტაიგუნის“ პლატფორმაზე შეიმუშავებენ.
„ფოლკსვაგენმა“ ჯერ „ტაიგუნზეც“ ძალიან მწირი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რის გამოც, ამ ავტომობილზე მხოლოდ ვარაუდების დონეზე ლაპარაკობენ. მაგალითად, არის ლაპარაკი იმაზე, რომ ამ ავტომობილს, „ფოლკსვაგენის“ მინი ჰეჩბეკ Up!-ის მოდიფიცირებულ პლატფორმაზე ააგებენ. ამ ჰეჩბეკის საკუთარ ვერსიებს ვოლფსბურგელთა ნათესავები - „სეატი“ და „შკოდაც“ უშვებენ (შესაბამისად, მიი და სიტიგო) და მათ გეგმებში მინი ქროსოვერების წარმოებაც შედის.
საინტერესოა, რომ „შკოდა“ თავისი ავტომობილების სახელების შერჩევისას, აქცენტს თოვლთან დაკავშირებულ სახელებზე აჩერებს - „იეტი“ მისტიკური თოვლის კაცის სეხნიაა, „პოლარი“ კი - პოლარული მხარე, თოვლის მხარე. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ასეთი სახელებით, ჩეხური კომპანიის მარკეტოლოგები გვეუბნებიან, რომ მათი ავომობილები უმკაცრეს კლიმატურ პირობებსაც კი იოლად ეგუებიან.

No comments:

Post a Comment