Tuesday, December 4, 2012

„პორშეს“ შეფმა 928-ს შთამომავლის გამოშვება დაადასტურა


Porsche Boss Confirms 928's Spiritual Successor
4 დეკემბერი
ბოლო წლებში, „პორშემ“ მნიშვნელოვნად გაზარდა საკუთარი სამოდელო გამა, თუმცა ამას არ სჯერდება და მალე ბაზარზე ორ სრულიად ახალ მოდელს - ქროსოვერ „მაკანს“ და ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „918 სპაიდერს“ გამოუშვებს. მაგრამ ეს ყველაფერი არაა - გამოცემა „ავტონიუს იუროპთან“ საუბრისას, „პორშეს“ მთავარმა აღმასრულებელმა მათიას მიულერმა განაცხადა, რომ კიდევ რამდენიმე ახალი ავტომობილის წარმოების მიზანშეწონილება განიხილება.

პირველ რიგში, მან დაადასტურა, რომ გადაწყვეტილია „პანამერას“ კუპეს ვერსიის გამოშვება. ოღონდ, ის მეორე თაობის „პანამერას“ ბაზაზე დამზადდება. კუპე „პანამერა“ იქნება „პორშეს“ დიდი ტურიზმის კლასის პირველი ავტომობილი GT მოდელ 928-ს შემდეგ. ამ ავტომობილს სალონში ოთხი სავარძელი ექნება, მისი ძრავი კი, როგორც „პანამერაზე“, წინ განლაგდება.
მიულერის თქმით, 928-ს შთამომავლის წარმოება მერმისს დაიწყება. ის დასძენს, რომ „პანამერას“ ბაზაზე სხვა ვერსიების წარმოებაც იგეგმება, თუმცა ისიც აღიარა, რომ „პანამერა სპორტს ტურიზმოს“ (ფოტოზე) წარმოება, კონცეპტუალური ავტომობილისა, რომელიც შტუტგარტელებმა ახლახანს პარიზის მოტორ შოუზე გვიჩვენეს. არადა, მარკეტოლოგებმა მასზე კარგი გამოხმაურებები მიიღეს.
მიულერმა ასევე თქვა, რომ მისმა კომპანიამ გადადო ყველაზე მცირეზომიანი, ყველაზე იაფი სპორტული ავტომობილის გამოშვება. თუმცა, მასზე უარი შტუტგარტში არ უთქვამთ. სამაგიეროდ, განიხილება კიდევ ორი ახალი ავტომობილის წარმოების მიზანშეწონილება. მათგან ერთია სედანი „პაიუნი“ (პირობითი სახელია, რაც მომცრო პანამერას ნიშნავს), რომელმაც კონკურენცია „ბეემვეს“ მე-5 სერიის სედანს და M5-ს უნდა გაუწიოს, მეორე კი ახალი სპორტული მოდელი, რომელიც 911-სა და „918 სპაიდერს“ შორის ნიშას შეავსებს.
თუ ეს სპორტული მოდელი მწვანე შუქს მიიღებს, ის „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის MMB უნივერსალურ პლატფორმაზე აიგება. ამ ავტომობილზე ძრავა შუაში განლაგდება და ის მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებს გადასცემს. სხვათა შორის, ამ პლატფორმის შემუშავებას ვოლფსბურგელები მთლიანად „პორშეს“ სპეციალისტებს მიანდობენ. იმავე პლატფორმაზე, შემდგომში „ლამბორგინი გალარდო“ და „აუდი R8“ დამზადდება.

No comments:

Post a Comment