Monday, December 10, 2012

„ლამბორგინი“ 50 წლის იუბილეს ახალი ავტომობილით აღნიშნავს

Lambo will mark 50th year with a new model
10 დეკემბერი
ცოტაც და „ლამბორგინი“ ნახევარსაუკუნოვან იუბილეს აღნიშნავს. და ამ თარიღთან დაკავშირებით, იტალიური კომპანია სრულიად ახალ ავტომობილს გამოუშვებს, რომელიც მხოლოდ ერთი ცალი დამზადდება. ამის შესახებ, გამოცემა „ავტომოტივ ნიუსს“ „ლამბოს“ შეფმა შტეფან ვინკელმანმა განუცხადა. მისივე თქმით, ახალი ავტომობილი განუმეორებელი იქნება - ის რომელიმე არსებულ ავტომობილს არ შეცვლის.
პარიზის მოტორ შოუზე, ვინკელმანმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ერთჯერადი სუპერ ავტომობილების რიცხვს გაზრდის და ეს ავტომობილები სახელითაც და გარეგნობითაც განსხვავებული იქნება. შეგახსენებთ, რომ ასეთებია ძალიან მსუბუქი „სესტო ელემენტო“, რომლითაც სანტ’აგატა ბოლონეზელებმა თავიანთი უახლესი ტექნოლოგიები გაგვაცნეს და ღია „ავენტადორ J“.
„პირველ რიგში, ჩვენ კონცეპტუალურ ავტომობილს მოვამზადებთ. მერე კი, თუ ამ ავტომობილზე კარგ გამოხმაურებებს მივიღებთ, მას ძალიან შეზღუდული რაოდენობით დავამზადებთ. თუ ასეთი ავტომობილი „ლამბორგინის“ იმიჯის შესაფერის იქნება და მასზე მოთხოვნა იქნება, აუცილებლად გამოვუშვებთ“, - ამბობს ვინკელმანი.

ის დასძენს, რომ ევროპული კრიზისისა და იტალიაში მაისში მომხდარი მიწისძვრის მიუხედავად (რომლის გამოც, წარმოება ცოტა ხნით შეწყდა), გაყიდვების ტემპი მაღალია. წარმოება სრული დატვირთვით მიმდინარეობს. უკვე გვარიანად დაძველებულ „გალარდოზე“ რომ არაფერი ვთქვათ, კარგი მოთხოვნაა „ავენტადრზეც“, რომლის წლიურმა წარმოებამ 1000 ცალს მიაღწია. მოკლედ, იტალიური კომპანია არნახულ სიმაღლეებს აღწევს...

No comments:

Post a Comment