დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, December 28, 2012

„ბეემვეს“ საჯობნად „აუდი“ 13 მილიარდ ევროს გაიღებს


Audi to Invest €13 Billion in Order to Overtake BMW
28 დეკემბერი
„აუდის“ მიზანი, პრემიუმ სეგმენტში „ბეემვეს“ უკან ჩამოტოვებაა. ინგოლშტადტელები ამ მიზნის მიღწევას წელსვე აპირებდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ - ბავარიელები ისევ გამოკვეთილი ლიდერები არიან. თუმცა ბრძოლა ამით არ დასრულებულა.

„აუდი“ მალე ლიდერის პოზიციებზე მეორე, უფრო მძლავრსა და ხანგრძლივ შეტევას მიიტანს. კომპანიამ გამოაქვეყნა ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოების განვითარებასა და ახალი ავტომობილების გამოშვებაზე, 13 მილიარდი ევროს ინვესტირებას ითვალისწინებს.
ყველაზე მეტი თანხა, ახალი ავტომობილებისა და ტექნოლოგიების შემუშავებას მოხმარდება. კომპანიის ავტომობილების თითქმის ნახევარი ან ახალია, ან განახლებული. მალე მათ კიდევ რამდენიმე სრულიად ახალი ავტომობილი შეემატება. ოღონდ, „აუდი“ ჯერ მათ შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ აქვეყნებს.
გარდა ამისა, სოლიდური თანხა, არსებული ქარხნების მოდერნიზებას და გადაიარაღებას მოხმარდება. პირველ რიგში, ინგოლშტადტის და ნეკარსულმის ქარხნები განვითარდება. გარდა ამისა, გერმანული კომპანია მალე მეორე ჩინური ქარხნის (ფოშანში) წარმოებას დაასრულებს. მოდერნიზაცია ჩაუტარდება უნგრულ ქარხანას, სადაც A3-ის ოჯახის ავტომობილების გარდა, RS4-ის, RS5-ის, RS6-ის და R8-ს ძარების კომპონენტებსაც აწარმოებენ.

No comments:

Post a Comment