Thursday, November 22, 2012

„ბეემვე“ UKL პლატფორმაზე 12 მანქანას გამოუშვებს


BMW Planning to Build 12 Cars on UKL Platform
22 ნოემბერი
ახლახანს, პარიზის მოტორ შოუზე, „ბეემვემ“ ყველა გააოცა თავის ისტორიაში პირველი წინაამძრავიანი ავტომობილით, რომელიც კონცეპტუალური „აქტივიტი ტურერის“ სახელით გაგვაცნო. იქვე გამოცხადდა, რომ იმავე წინაამძრავიან პლატფორმაზე, „ბეემვეს“ 1-ლი სერიის GT-ს გარდა, „მინის“ შემდეგი თაობის ჰეჩბეკი და მისი მთელი ოჯახიც აიგება.

ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ ამავე პლატფორმას, ბავარიელები თავიანთი სხვა მოდელებისთვისაც გამოიყენებენ. სულ აკ ამ პლატფორმაზე, ორივე კომპანიის 12 მოდელი დაფუძნდება. და დროთა განმავლობაში, ამ ავტომობილებზე, მათი გაყიდვების 40 პროცენტი მოვა. ამასთან, წინაამძრავიანი ავტომობილების გასაღების მთავარი ბაზარი ევროპა იქნება.
„ჩვენ კომპანიის ტრადიცია 90-იან წლებში უკვე დავარღვიეთ, როდესაც უგზოობის ავტომობილების წარმოება დავიწყეთ. ამ ავტომოილების მყიდველი მალე დარწმუნდა, რომ ასეთ ავტომობილებსაც აქვთ ჩვენი მარკისთვის დამახასიათებელი დინამიურობა. იგივე იქნება წინაამძრავიანი ავტომობილების შემთხვევაშიც“, - ამბობს „ბეემვეს“ წინაამძრავიანი ავტომობილების წარმოების მენეჯერი ფრანკ ნიდერლანდერი.
„ბეემვეს“ გაყიდვების და მარკეტინგის შეფ იან რობერტსონის თქმით, UKL პლატფორმის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მასზე ერთდროულად რამდენიმე ავტომობილის აგება ისე შეიძლება, რომ პლატფორმას არანაირი მოდერნიზება არ დასჭირდება.
„ბეემვეს“ შესყიდვების განყოფილების შეფი კლასუ დრაგერი ამბობს, რომ ამ პლატფორმაზე, მალე 1-ლი სერიის GT-ზე დიდი ზომის ჰეჩბეკის წარმოებაც დაიწყება. ამავე პლატფორმაზე აიგება უგზოობის პატარა მოდელი (X1), რომელზეც ადრეც ითქვა, რომ შემდგი თაობის მოდელის საბაზო ვერსია წინაამძრავიანი იქნება. 2016 წელს კი პირველი სერიის ნოჩბეკი (სედანი) გამოვა.

No comments:

Post a Comment