Thursday, November 29, 2012

„ფორდ ფიესტა ST“ - ახალი ტემპერამენტი B-სეგმენტში


2014 Ford Fiesta ST brings the heat to the B-segment
29 ნოემბერი
ტემპერამენტიანი ჰეჩბეკების მოყვარულებისთვის, ვისაც „ფოკუს ST“ ეძვირება, „ფორდმა“ ამავე აბრევიატურით „ფიესტას“ ახალი ვერსია გამოუშვა, რომლის პრემიერაც ლოს ანჯელესის ავტო შოუზე გაიმართა. ეს ავტომობილი სერია „ეკობუსტის“ ძრავით აღიჭურვა და უფრო აგრესიული გამომეტყველებაც მიიღო.

„ფიესტა ST“ აღჭურვილია 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი „ეკობუსტით“, რომელიც 197 ცხენის ძალას და 290 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი. ამ ავტომობილის ეკიპირებაში ასევე შევიდა მომენტის გამანაწილებელი ელექტრონული კონტროლის სისტემა და სტაბილურობის კონტროლის სამდონიანი სისტემა, რომელსაც მძღოლი აკონტროლებს. სრულყოფის სპეციალური კურსი ჩაუტარდა საჭის მექანიზმსა და საკიდარს, რომელიც უფრო ხისტიც გახდა და დადაბლდა კიდეც.
მიუხედავად იმისა, რომ „ფიესტა ST-ს“ მთავარი ღირსება სპორტული ხასიათია, ის ეკონმიურობითაც გამოირჩევა. კერძოდ, 100 კილომეტრის გასავლელად 6.70 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. მართალია, ცისფერი ოვალი თავისი ახალი „ცხელი“ ჰეჩბეკის დინამიკურ მახასიათებლებს არ აქვეყნებს, მაგრამ იქადნის, რომ „ფიესტა ST“ ისეთ ცხელ სუბკომპაქტებს გაუწევს კონკურენციას, როგორიცაა „მინი კუპერ S“.
რაც შეეხება გარეგნობას, ყველაზე შესამჩნევი აგრესიულობაა. ამაში ხელს უფრო დიდრონი რადიატორის ახალი დიზაინი, მის ქვეშ მოთავსებული სამსეგმენტიანი ჰაერის ამღები, უკანა დიფუზორი, წყვილი გამოსაბოლქვი და 17-დუიმიანი ბორბლები უწყობს.
„ფიესტა ST“ ბოხი ხმითაც გამოირჩევა. ამაში ხელს სპეციალური, მექანიკური სისტემა უწყობს, რომელიც „ფორდმა“ პირველად „ფოკუს ST-ზე“ გამოიყენა.

No comments:

Post a Comment