Thursday, November 22, 2012

„ბეემვე“ M1-ის შემცვლელს 2016 წელს გამოუშვებს

BMW M1 Successor Coming in 2016 as the M8
22 ნოემბერი
დიდი ხანია, „ბეემვეს“ მომავალი სუპერ ავტომობილის შესახებ არსად არაფერი დაწერილა. ამ მარკის ფანებს ალბათ ახსოვთ ლეგენდარული სუპერ ავტომობილი M1, რომელიც თავისი გარეგნობითაც გამოირჩეოდა და შესაძლებლობებითაც. მართალია, მას ჯერჯერობით პირდაპირი შთამომავლები არ ჰყავს, მაგრამ სამაგიეროდ, დასაბამი მისცა ქვებრენდ M-ს, რომელიც ბავარიული კომპანიის ყველა მოდელის მისებურ ვერსიას სთავაზობს მყიდველს.
M1-ის შემდეგ, „ბეემვემ“ ჯერ M5 გამოუშვა, რომელიც M1-ის 3.5-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი (ერთრიგა ცილინდრებით) ძრავით აღჭურვა, რასაც M3 მოჰყვა 2.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატით. სწორედ ამის შემდეგ, დივიზიონი M ბავარიელთა ყველა მოდლს უტარებს მოდიფიკაციას და მის სიახლეებს, გერმანული კომპანიის ფანები ყოველთვის მოუთმენლად ელიან.
და აი, მთავარი M-ის ჯერიც დგება. ყოველ შემთხვევაში, ამერიკულმა გამოცემა „ავტომობილ მეგზინმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანული კომპანია წარმოებისთვის M1-ის შთამომავალს ამზადებს. ოღონდ, ამჯერად ავტომობილის სახელი M8 იქნება და ის ბაზარზე სავარაუდოდ, 2016 წელს გამოვა.
იმავე გამოცემის ინფორმაციით, ახალი სუპერ ავტომობილი, რომელიც ბავარიელთა სამოდელო გამაში ფლაგმანის როლს შეითავსებს, ჰიბრიდული i8-ს პლატფორმაზე აიგება. ოღონდ, ჰიბრიდული აგრეგატის ნაცვლად, V8 აგრეგატით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის ძალას მიაღწევს.

No comments:

Post a Comment