Friday, November 30, 2012

„კონტინენტალ GT3“ – „ბენტლი“ რბოლებს უბრუნდება

Bentley Continental GT3 Racer Makes its U.S. Debut at the LA Auto Show
30 ნოემბერი

„ბენტლის“ სარბოლ ტრასებზე დიდი გამოცდლება აქვს, ოღონდ წარსულში - 1920-იან წლებში, ლე მანის 24-საათიან რბოლაში რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ 1928 წელს დდ ხნით დაივიწყა რბოლები. 73 წლის შემდეგ კი ლე მანს დაუბრუნდა და კვლავ მოიგო. თუმცა, ეს დაბრუნება ერთჯერადი გამოდგა, რადგან ბრიტანულმა კომპანიამ მაშინვე მიატოვა სარტეს ტრეკი...


გავიდა კიდევ ათი წელი და „ბენტლიმ“ რბოლებში დაბრუნება კვლავ გადაწყვიტა. ამისათვის „კონტინენტალ GT3“ შეიმუშავა, რომლითაც პირველად ტრასაზე ერთი წლის შემდეგ გამოვა. ეს ავტომობილი ბრიტანულმა კომპანიამ პირველად პარიზის მოტორ შოუზე გვიჩვენა, ლოს ანჯელესის ავტო შოუზე კი ი ამერიკელებს წარუდგინა.

„კონტინენტალ GT3“ ბაზირებულია „კონტინენტალ GT სპიდზე“, რომელიც „ბენტლის“ ისტორიაში ყველაზე სწრაფი საგზაო ავტომობილია. მისი სარბოლი ვერსია სპეციალური აეროდინამიკური პაკეტით აღიჭურვა. ბრიტანული კომპანია ჯერჯერობით არ ამხელს ძრავის შესაძლებლობებს. სამაგიეროდ გვამცნო, რომ სერიული ავტომობილისგან განსხვავებით, სარბოლი ვერსია არაა სრულამძრავიანი. მას წამყვანი უკანა ბორბლები ექნება.
„მომხმარებლები მუდმივად გვირჩევდნენ, რომ რბოლებში მონაწილეობა აუცილებელია. იგივე აზრს ჩვენი ამერიკელი მომხმარებელი გამოთქვამდა. და დღეს მათ სიამაყით წარვუდგინეთ ეს ავტომობილი“, - ლოს ანჯელესის ავტო შოუზე ჩატარებულ პრეზენტაციაზე განაცხადა „ბენტლის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა როლდ ფრეჩმა, ვინც კომპანიის საინჟინრო საქმეებს უძღვება.
ამერიკელებს ასევე პირველად უჩვენეს „კონტინენტალ GT სპიდი“, რომლის ბაზაზეც შეიქმნა სარბოლი „კონტინენტალ GT3“. ავტომობილი აღჭურვილია W12 ტურბო ძრავით, რომელიც 612 ცხენის ძალას და 800 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან შეწყვილებულია 8-საფეხურიანი კოლოფი, რომელიც გადამუავებულ მაბრუნ მომენტს ოთხივე ბორბალს გადასცემს. ამ ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.2 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ-ს აღწევს.

No comments:

Post a Comment