Wednesday, November 28, 2012

„ფერარი“ „რედ ბულზე“ მეტ ფულად ჯილდოს მიიღებს


Ferrari wins 2012 money race
28 ნოემბერი
გამოცემა „ფორმულა მანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასულ სეზონში ორივე ტიტული „რედ ბულმა“ კი მოიპოვა, მაგრამ საბოლოოდ, მასზე მეტ საპრიზო ფულად ჯილდოს „ფერარი“ მიიღებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ იტალიურ გუნდს, ფ1-ის განვითარებასა და პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. და ეს წვლილი, თანხმობის ხელშეკრულებით, ყველა გუნდის მიერაა აღიარებული.

გამოცემა „პიტპასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატელევიზიო და სხვა სახის რეკლამიდან მიღებული შემოსავლებიდან, ბერნი ეკლსტოუნის კომპანია „რედ ბულს“ დაახლოები 87 მილიონ დოლარს გადაუხდის. სხვადასხვა შეფასებით, ეს იმ თანხის დაახლოებით მესამედია, რასაც ავსტრიული გუნდი სეზნის განმავლობაში მოიხმარს.
ფ1-ში „ფერარის“ დამსახურებები, სარეკლამო შემოსავლების საერთო ფონდის 2.5 პროცენტით ფასდება, რაც 29 მილიონ დოლარზე მეტია. იმავე „პიტპასის“ ინფორმაციით, კონსტრუქტორთა პირველობაზე პირველ ორ ადგილზე გასული გუნდების შემოსავლებს შორის სხვაობა დაახლოებით 6 მილიონი დოლარია. აქედან გამომდინარე, მარანელოელთა საპრიზო ანაზღაურება 100 მილიონ დოლარს ასცდება.

No comments:

Post a Comment