Friday, November 23, 2012

„კოკა-კოლა“ „ლოტუსის“ სპონსორი გახდა

Coca Cola enters F1 with burn brand and Lotus
23 ნოემბერი
„კოკა-კოლამ“ და „ლოტუსმა“ სპონსორობის კონტრაქტი გააფორმეს, რომლის ძალითაც, ბრიტანული საჯინიბო, ამერიკულ ჯგუფში შემავალ ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ კომპანია „ბარნს“ გაუწევს რეკლამას. „ლოტუსის“ განცხადებით, გარიგება მრავალწლიანია და მისი დეტალები მომავალი სეზონის სტარტამდე გამოქვეყნდება. მომავალი სეზონიდანვე გამოჩნდება ახალი სპონსორის წარწერები „ლოტუსის“ მანქანებზე.

აშკარაა, რომ ენერგეტიკული სასმელების მწარმოებლებისთვის ფორმულა ერთი მას შემდეგ გახდა მიმზიდველი, რაც იქ „რედ ბული“ გაბატონდა. ავსტრიული კომპანია უკვე ზედიზედ მესამედ დაეუფლა კონსტრუქტორთა თასს, მისი სებასტიან ფეტელი კი ასევე ზედიზედ მესამე ტიტულს უმიზნებს. „ბარნამდე“ ფორმულა 1-ში „მონსტერი“ გამოჩნდა, რომელიც „მერსედესის“ სპონსორია.
„ბანრის“ და „ლოტუსის“ გარიგება აქტუალური ასევე იმიტომაც გახდა, რომ ფორმულა 1 ამერიკას დაუბრუნდა, სადაც მალე ორ ეტაპს გამართავს (სხვათა შორის, ბენრი ეკლსტოუნმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, მალე ამერიკაში სამი ეტაპიც კი ჩაატაროს). ბუნებრივია, სპორტში დომინანტი „რედ ბული“ ამით ამერიკაში შესანიშნავ რეკლამას გაიკეთებს. იმავდროულად, „ბარნს“ აქვს რეალური შანსი იმისა, რომ მომავალი სეზონიდან, „ლოტუსის“ დახმარებით, უშუალოდ „რედ ბულის“ კონკურენტი გახდეს და დაამარცხოს კიდეც ბოლო ხანს უძლეველი „წითელი ხარები“. ამის იმედი მას შემდეგ გაჩნდა, რაც კიმი რაიკონენმა აბუ დაბის რბოლა მოიგო.

No comments:

Post a Comment