Thursday, November 22, 2012

„ასტონ მარტინი“ ლოს ანჯელესს ახალ „ვენქვიშს“ უჩვენებს

Aston Martin to Show New Vanquish in Los Angeles
22 ნოემბერი
პარიზის მოტორ შოუმდე ერთი თვით ადრე, „ასტონ მარტინმა“ მონტერეის პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე ახალი „ვენქვიში“ წარადგინა, რის შემდეგაც, ეს მანქანა პარიზის გზას კი არ გაუყენა, ამერიკაში და კანადაში ამოგზაურა. მის ოფიციალურ პრემიერას კი მალე ლოს ანჯელესის ავტო შოუზე ჩაატარებს.

„ახალმა „ვენქვიშმა“ წარმოუდგენელი საჩვენებელი ტური შეასრულა და საუკეთესო გამოხმაურებები მიიღო. ჩვენს პარტნიორ დილერ „გალპინ ასტონ მარტინთან“ ერთად, ლოს ანჯელესის ავტო შოუზე წარვდგებით და ეს იქნება ამ ტურის დასასრული, რის შემდეგაც, ამ რეგიონში მიწოდებასაც მალე დავიწყებთ“, - ამბობს „ასტონ მარტინის“ ამერიკული შტოს ვიცე პრეზიდენტი ჯულიან ჯენკინსი.
ახალი „ვენქვიში“ თავის წინამორბედზე განიერი და გაცილებით მსუბუქია, რაც მის კონსტრუქციაში უხვად გამოყენებული კარბონის კომპოზიტის დამსახურებაა. ავტომობილი 6.0-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც DBS-ისგან მიიღო. ძრავს მოდიფიკაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც, 55 ცხენის ძალით, 565 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაქსიმალურმა მაბრუნმა მომენტმა კი 620 ნიუტონმეტრს მიაღწია.
ამ ძრავით, სუპერ ავტომობილს ადგილიდან ასამდე აჩქარება 4.1 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 295 კმ/სთ-ს აღწევს. ამერიკაში ახალი „ვენქვიში“ 279 995 დოლარად გაიყიდება.

No comments:

Post a Comment