Friday, November 23, 2012

ჰამილტონმა ისევ იყოჩაღა

Hamilton fastest in Brazil practice
23 ნოემბერი
როგორც წესი, მეორე პრაქტიკის შედგები პირველისაზე გაცილებით უკეთესია ხოლმე. უკეთესი ამჯერადაც იყო, მაგრამ უმნიშვნელოდ. ცხრილის სათავეში ისევ ლუის ჰამილტონია, რომელმაც თავის პირველი პრაქტიკის დროს 0.105 წამი მოაკლო. სამაგიეროდ, დროები გაუუარესდათ სებასტიან ფეტელს და მარკ ვებერს...
შეგახსენებთ, რომ კონსტრუქტორთა ტიტული, ზედიზედ მესამე, უკვე დაისაკუთრა „რედ ბულმა“, თუმცა ავსტრიულ გუნდს ბრაზილიისთვისაც დარჩა საქმე და ეს საქმე უფრო პრესტიჟულია, ვიდრე გუნდური ტიტული - „წითელი ხარების“ ამოცანა, ფეტელისთვის ზედიზედ მესამე ჩემპიონობაში ხელის შეწყობაა.
ბრაზილიური, სეზონის დამამთავრებელი ეტაპის წინ, გერმანელი პილოტი 13 ქულას უგებს ფერნანდო ალონსოს, ვისაც აუცილებლად ესაჭიროება კვარცხლბეკზე ასვლა იმისათვის, რომ ჩემპიონი გახდს. ოღონდ, ეს საკმარისი მაინც არ იქნება. ესპანელის ჩემპიონობისთვის აუცილებელია, რომ თუ ის მესამეზე გავა, ფეტელმა ორ ქულაზე მეტი ვერ უნდა აიღოს. ალონსოს მეორე ადგილის შემთხვევაში, გერმანელს 4 ქულის „უფლება“ აქვს და თუ ალონსო მოიგებს, ფეტელს მეოთხე ადგილზე გასვლა თუ გადაარჩენს ტიტულის დაკარგვისგან. ამ შემთხვევაში, მათ თანაბარი ქულები დაუგროვდებათ, მაგრამ ფეტელი ჩემპიონი გახდება, რადგან ფეტელს ხუთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, ალონსოს კი - სამი. ამგვარად, გერმანელი უპირატესობას მეტი გამარჯვების წყალობით მიიღებს.

ბრაზილიის დიდი პრიზი
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:14.026
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:14.300
3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:14.523
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:14.553
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:14.592
6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:14.654
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:14.669
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                1:14.863
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:14.994
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:15.129
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:15.131
12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:15.371
13. ბრუნ სენა (ბრაზილია, უილიამსი)                          1:15.432
14. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:15.542
15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:15.839
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:15.902
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)       1:15.953
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:16.048
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:16.126
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:16.655
21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:17.244
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1:17.675
23. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                         1:18.127
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)              1:18.139

No comments:

Post a Comment