Friday, November 30, 2012

„ფორდ ფიუჟენი“ - წლის საუკეთესო მწვანე ავტომობილი


Ford Fusion wins 2013 Green Car of Year award
30 ნოემბერი
ლოს ანჯელესის ავტო შოუზე გამოცხადდა, რომ ჟურნალმა „გრინ ქარ ჯორნელმა“ წლის საუკეთესო მწვანე ავტომობილის წოდება „ფორდ ფიუჟენს“ მიანიჭა. ამერიკული კომპანია საშუალო ზომის ამ სედანს მყიდველს სამი განსხვავებული აგრეგატით - ბენზინის „ეკობუსტით“, ჰიბრიდული და პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემებით სთავაზობს.

ჟიურის აღიარებით, მათ „ფიუჟენზე“ არჩევანი სწორედ იმის გამო შეაჩერეს, რომ სამივე ვარიანტში, ის შესაშური ეკონომიურობით გამოირჩევა. „ეს ავტომობილი საუკეთესოდ იმ მარტივი მიზეზის გამო ვაღიარეთ, რომ მყიდველს მის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობენ. ის შესანიშნავია“, - განაცხადა ჟურნალ „გრინ ქარ ჯორნელის“ რედაქტორმა რონ ქოგანმა.
ცნბისათვის, წინა წლებში, ამავე ჟურნალმა თავის „მწვანე“ ფავორიტებად პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილი „შევროლე ვოლტი“ და ბუნებრივ გაზზე მომუშავე „ჰონდა სივიკი“ აირჩია. ამავე კონკურსის გამარჯვებულად ბოლო ხანს ასევე დიზელისძრავიანი ავტომობილები სახელდებოდა, მაგრამ არა ბენზინზე მომუშავე. „ეკობუსტით“ აღჭურვილმა „ფიუჟენმა“ კი ამ მხრივ, ნამდვილი გარღვევა განახორციელა.
ამ სედანის სამივე აგრეგატით აღჭურვილი ვერსია შესაშური ეკონომიურობით გამოირჩევა. მაგალითად, ბენზინისძრავიანი მაგისტრალზე 100 კილომეტრის გასავლელად 6.91 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, ჰიბრიდული აგრეგატის შემთხვევაში კი ხარჯი 5.1 ლიტრამდე მცირდება. პლაგ-ინ ჰიბრიდულ ვერსია „ფიუჟენ ენერჯის“ კი მხოლოდ ელექტროძრავით 32 კილომეტრის გავლა შეუძლია, რის შემდეგაც, მისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებას შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი იწყებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში „ფორდმა“ გაყიდვები სწორედ იმის წყალობით გაზარდა, რომ თავის გამაში ეკონომიური ავტომობილების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა. ეს კი ამერიკულ ბაზარზე დათმობილი პოზიციების დაბრუნებაში ეხმარება.
კონკურსის ფინალში, „ფიუჟენის“ გარდა, „დოჯ დარტ აერო“, „ფორდ C-მაქსი“, „მაზდა CX-5 სკაიაქტივი“ და „ტოიოტა პრიუს C“ მოხვდნენ.

No comments:

Post a Comment