Saturday, November 24, 2012

„ბენტლი ფალკონი“? - რატომაც არა


Production Bentley SUV Could be Called the “Falcon”
24 ნოემბერი
საერთოს, მტაცებელი და ჩვეულებრივი ფრინველების სახელებს სამხედრო თვითმფრინავებს არქმევენ ხოლმე, თუმცა მსგავსი სახელები ავტომობილებზეც გვხვდება. მაგალითად, „ფორდ ბლიუბირდი“, „AMC იგლი“, „ფორდ ფალკონი“, „პონტიაკ ფაიერბირდი“...

ამ სახელებიდან ერთ-ერთი, კერძოდ კი „ფალკონი“, შეიძლება მალე „ბენტლის“ უახლეს ავტომობილსაც შეარქვან. გამოცემა „ავტომობილ მეგზინის“ ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიის უგზოობის ავტომობილი შეიძლება მალე სწორედ ამ სახელით გაგვაცნონ.
ამ ავტომობილის კონცეპტუალური წინამორბედი, „ბენტლიმ“ ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე წარადგინა. მაშინ მას არაფრის მთქმელი EXP 9F ერქვა და სხვათა შორის, უხეში ფორმების გამო, ბევრმა გააკრიტიკა. უფრო მეტიც, გამოფენის დასრულებისთანავე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქრიუელებმა დიზაინის შეცვლაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.
მაგრამ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ „ბენტლიმ“ ავტომობილის გარეგნობა პრაქტიკულად ხელუხლებლად დატოვა, სახელად კი მას „ფალკონი“ შეურჩია. მისი სერიული ვერსია 4.0-ლიტრიანი წყვილტურბოიანი V8 და W12 ძრავებით აღიჭურვება. გარდა ამისა, კომპანია პლაგ-ინ ჰიბრიდულ ძალურ დანადგარზეც მუშაობს...

No comments:

Post a Comment