Friday, November 30, 2012

დიზელისძრავიანი „მაზდა6“ გრანდ-ამ-ის სერიის რბოლებისთვის


Meet the New Diesel-Powered 2014 Mazda6 Grand-Am Series Racer
30 ნოემბერი
ევროპისგან განსხვავებით, დიზელის ძრავებს ამერიკაში ნაკლებად სწყალობენ. თუმცა, ეს არ აშინებს „მაზდას“, რომელმაც ასეთი აგრეგატებით აღჭურვილი „მაზდა6-ის“ ოკეანისგაღმურ ბაზარზე შეტანა გადაწყვიტა. და იმისათვის, რომ ასეთი აგრეგატებით აღჭურვილი ავტომობილების გაყიდვები წაახალისოს, მათ რბოლებში გამოსცდის.

ამერიკელი დილერები მალე მიიღებენ 2.2-ლიტრიანი „სკაიაქტივ-D“ დიზელის ძრავით აღჭურვილ „მაზდა6-ს“, მისი სარბოლი ვერსია კი ამერიკასა და კანადაში მეტად პოპულარულ, გრანდ-ამერიკენის სერიაში მიიღებს მონაწილეობას. ამ ავტომობილის დებიუტი კი ძალიან მალე, დაიტონა ბიჩის (ფლორიდა) ლეგენდარულ ტრეკზე, „როლექსის“ 24-საათიან როლაში შედგება. და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც „როლექსის“ 24-საათიან როლაში დიზელისძრავიანი ავტომობილი იასპარეზებს.
ეს ინფორმაცია, ლოს ანჯელესის ავტო შოუზე, „მაზდას“ ჩრდილოამერიკული ოპერაციების მოტორსპორტის დირექტორმა ჯონ დუნენმა გამოაცხადა: „უკვე რამდენიმე თვეა, ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას ვაპირებთ, მაგრამ მოცდა ვამჯობინეთ, სანამ სერიული ავტომობილი წარმოებისთვის მზად იქნებოდა. სიამაყით ვაცხადებთ, რომ სიმძლავრით და გამძლეობით, ჩვენი მანქანა რბოლის სტანდარტებს შეესაბამება. ძრავი, რომელშიც სერიული „მაზდა6-ის“ ბევრი ელემენტია გამოყენებული, 400-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მას 50 საათზე მეტ ხანს შეუძია სარბოლ რეჟიმში მუშაობა. არადა, ეს არაა ჭეშმარიტად სარბოლი ძრავი, ის „სკაიაქტივ-D-ს“ ბლოკზეა აწყობილი“.

No comments:

Post a Comment