Tuesday, November 27, 2012

„ფორდმა“ უკვე „ეკობუსტით“ აღჭურვილი 500 000 ავტომობილი გამოუშვა


Ford Builds 500,000th EcoBoost Vehicle, a 2013 Escape
27 ნოემბერი
„ფორდმა“ მნიშვნელოვანი ზღვარი გადალახა - მისი იმ ავტომობილების რიცხვი, რომლებიც სერია „ეკობუსტის“ ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, ნახევარ მილიონს გასცდა. ჯერ მხოლოდ სამი წელია, რაც ამერიკული კომპანია „ეკობუსტს“ აწარმოებს და ეს ტექნოლოგია უკვე სამოდელო გამის ბევრ მოდელზე დაინერგა. ავტომობილი, რომელზეც მე-500 ათასე „ეკობუსტი“ დააყენეს, არის ქროსოვერი „ისკეიპი“, რომელიც კომპანიის ლუისვილის ქარხანამ გამოუშვა.

სისტემა „ეკობუსტით“ აღჭურვილი პირველი ძრავი „ფორდმა“ 2009 წელს გამოიყენა. ეს იყო 3.5-ლიტრიანი V6, რომელიც სედან „ტაურუს SHO-ზე“ დააყენეს. მას შემდეგ, ამ სერიის ძრავები თანდათან თითქმის მთელ სამოდელო გამაზე გავრცელდა. მას პიკაპების მყიდველსაც კი, ჯერჯერობით ოპციის სახით სთავაზობენ. ეს ტექნლოგია განსაკუთრებით მცირელიტრაჟიან ძრავებზე გავრცელდა, რომლებიც მათზე დიდი ძრავების ტოლფას (ხშირად მეტსაც) სიმძლავრეს და მომენტს იძლევიან. ამიტომ, „ეკობუსტი“ პოპულარობას სწრაფად იხვეჭს ამერიკაშიც. საშინაო ბაზარზე, „ფორდი“ მყიდველს „ეკობუსტს“ უკვე 11 მოდელზე სთავაზობს.
„ემ მიღწევით გეგმა „ერთი ფორდის“ მიღწევისკენ მორიგი ნაბიჯი გადავდგით. ამ გეგმის მიზანი კი ისაა, რომ ჩვენი კომპანია საწვავის ეკონომიურობის მხრივ, მსოფლიო ლიდერი გახდეს. ჩვენ უფრო მეტ სეგმენტში უნდა შევძლოთ ყველაზე ეკონომიური ავტომობილების გამოშვება, ვიდრე ამას ამ მაჩვენებლით ახლანდელი ლიდერი „ტოიოტა“ ახერხებს. სულ მალე, ჩვენს გამაში, ისეთი ავტომობილების რიცხვი, რომლებიც ერთი გალონით 40 და მეტ მილს გადიან (5.88 ლიტრი 100 კმ-ზე), რვას მიაღწევს. ეს კი შარშანდელ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ამასთან, ამდენი ეკონომიური ავტომობილით, სხვა რომელიმე კომპანია ვერ დაიკვეხნის“, - ნათქვამია „ფორდის“ განცხადებაში.

No comments:

Post a Comment