Friday, November 30, 2012

„პორშე“ 437 კმ/სთ სიჩქარით


9ff Brings New Porsche 911-Based GT9 Vmax with 1,381hp to Essen Motor Show
30 ნოემბერი
„პორშეს“ ავტომობილებს სრულყოფა არ სჭირდება, ისინი უმაღლეს დონეზეა შესრულებული, მაგრამ სატუნინგო კომპანიებს ეს ნაკლებად აინტერესებთ და ისინი თავისებურად ცვლიან იმ ტექნიკას, რომელზეც ბევრი ოცნებობს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული კი არის გერმანული კომპანია 9ff და მის მიერ შექმნილი, აწ უკვე ლეგენდარული GT9. „პორშე 911-ის“ ბაზაზე შექმნილი ეს მონსტრი, გარეგნობითაც და მახასიათებლებითაც რადიკალურად განსხვავდება თავისი დონორისგან.

9ff-მა ახლახანს ამ ავტომობილის ახალი ვერსია, სრული სახელწოდებით „GT9 Vმაქს“ შეიმუშავა, რომელსაც ესენის მოტორ შოუზე წარადგენს. ეს ავტომობილი ისევ იმ 4.2-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი ოპოზიტური H6 ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც GT9. მაგრამ სიმძლავრე თითქმის გაორმაგებულია! თუ GT9 750 ცხენის ძალას იძლევა, ვერსია „Vმაქსის“ სიმძლავრე 1400 ცხენის ძალას (7950 ბრ/წთ-ზე) აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 1160 ნიუტონმეტრია (5600 ბრ/წთ-ზე).
რა თქმა უნდა, ასეთი ცოფიანი აგრეგატის წყალობით, ავტომობილს შესაფერისი დინამიკაც აქვს. მითუმეტეს, ამაში აეროდინამიკაც უწყობს ხელს. 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.1 წამში შეუძლია, 0-200 კმ/სთ-მდე 6.8 წამი ჰყოფნის, 0-300 კმ/სთ-მდე კი - 13 წამი.
9ff-ის ახალი სუპერ ავტომობილი 1340 კილოგრამს იწონის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 437 კმ/სთ-ს აღწევს. რა თქმა უნდა, ფასიც შესაფერისი აქვს - გადასახადების ჩაუთვლელად, მასში 895 000 ევროს გადახდა მოგიწევთ...

No comments:

Post a Comment