Saturday, November 24, 2012

„ფორდი“ 1.0-ლიტრიანი „ეკობუსტის“ 150-ძალიან ვერსიაზე მუშაობს


Ford Working on 150 Hp Version of 1.0-Liter EcoBoost
24 ნოემბერი
პირველი, რაც ასეთ ძრავზე შეიძლება ითქვას, რომ ამ მახასიათებლის მიღწევის შემთხვევაში, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლიტრული სიმძლავრის მქონე სერიული ძრავი გახდება. დღეს სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი „ეკობუსტი“ 125 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ლიტრული სიმძლავრის მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ამ ძრავით, არამხოლოდ სუბკომპაქტური „ფიესტა“ და კომპაქტური „ფოკუსია“ აღჭურვილი, არამედ მალე მას საშუალო ზომის „მონდეოს“ მყიდველსაც შესთავაზებენ.

აღსანიშნავია, რომ ცისფერი ოვალის ინჟინრებისთვის, ასეთი მძლავრი ძრავის შემშავება, ტექნიკურად არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს - მათ ამ აგრეგატის უფრო მძლავრი ვერსიაც აქვს შემუშავებული, რომელიც 200 ცხენის ძალას ავითარებს და რომელსაც ფორმულა „ფორდის“ სარბოლ ავტომობილზე და მის საგზაო ვერსიაზე იყენებენ.
სავარაუდოდ, პირველად ახალ აგრეგატს „ფიესტას“ ტემპერამენტიანი ვერსია მიიღებს, რომელიც მაღალი სიმძლავრის გარდა, შესანიშნავი მართვადობით, საწვავის ეკონომიური ხარჯვით და V6 ძრავისთის დამახასიათებელი აგრესიული ხმით იქნება გამორჩეული და ამ მახასიათებლებით, პატარა და მარდი ავტომობილების მოყვარულებს მიიზიდავს.

No comments:

Post a Comment