Thursday, November 22, 2012

შუმახერმა ჩვენს პლანეტას ფ1-ის მანქანით ორჯერ შემოუარა

Michael Schumacher has driven around the Earth twice in an F1 car
22 ნოემბერი
გარდა იმისა, რომ ტექსასმა ამ სეზონის და ალბათ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ რბოლას უმასპინძლა, ამერიკული ეტაპი სხვა რამითაც გახდა გამორჩეული. ეს „რამე“ კი მისმა აღმატებულება მიხაელ შუმახერმა შემოგვთავაზა, რომელიც მალე დაასრულებს სახელოვან კარიერას.
ეს „რამე“ არ ყოფილა ის, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა რბოლა მე-16 ადგილზე დაასრულა და არც ის, რომ გერმანელმა ტექსასში 500-აკრიანი რანჩო იყიდა თავისი ცხენების თავლით. ეს „რამე“ მაყურებელს ტრასის კომენტატორმა მე-10 წრის ბოლოს აუწყა.
მან გამოაცხადა, რომ შუმახერი გახდა ფ1-ის პირველი პილოტი, ვინც თავისი კარიერის განმავლობაში, 80 000 კილომეტრი გაიარა. კიდევ 70 კილომეტრი და შუმახერის მიერ 19-წლიანი კარიერის განმავლობაში გავლილი მანძილი, ჩვენი პლანეტის გარშემოწერილობაზე (ეკვატორის გასწვრივ) ორჯერ მეტს მიაღწევს. ანუ, ფ1-ის ბოლიდით, ის დედამიწას ორჯერ შემოუვლიდა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, გავლილი მანძილით, მან უკვე ჩამოიტოვა ყოფილი თანაგუნდელი რუბენს ბარიკელო, რომელიც ოსტინში „ფერარის“ საპატიო სტუმარი იყო.

No comments:

Post a Comment